ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი მერვედფინალში დამარცხდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) მერვედფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ, აბუბაქარ ხასლახანაუსთან დამარცხდა.
იმ შემთხვევაში თუ ხასლახანაუ ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებს, რობერტ კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს შეინარჩუნებს.
ამ დროისთვის საქართველოს 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი აქვს.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.