ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები უფასურდება

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები უფასურდება

არჩევნების პარალელურად ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი ბოლო ხუთი დღის ჭრილში 9-12%-მდე დაეცა.
28 ოქტომბრის 15:00 საათის მონაცემებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი, დღიურ ჭრილში მნიშვნელოვნად შემცირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები ბოლო 5 დღის განმავლობაში დაახლოებით 9%-ით გაიაფდა, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი თითქმის 10%-ით შემცირდა, ხოლო Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციების ღირებულება თითქმის 12%-ით შემცირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.