ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან გოგიჩაიშვილი გაათავისუფლეს

ლევან გოგიჩაიშვილი გაათავისუფლეს

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლევან გოგიჩაიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მაშინ დააკავეს, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალებას არ აძლევდა.
10 თებერვალს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის გოგა მემანიშვილის განცხადებით, მოქალაქეები გზის "სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდნენ", მათ "კანონიერად მოუწოდეს", გაეთავისუფლებინათ გზა, რასაც რამდენიმე პირი არ დაემორჩილა და ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მემანიშვილს არ დაუკონკრეტებია, რამდენი პირი დააკავა პოლიციამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.