არქივი17 აგვისტო, 2024, 12:54
კონტრაქტის გახანგრძლივება დე ლაურენტისის მამის დაარსებულ კომპანიაში - ხვიჩასა და "ნაპოლის" ახალი შრომითი ხელშეკრულების დეტალები
დღევანდელი Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" კონტრაქტის გახანგლძრივების ახალ დეტალებზე წერს.
წყაროს ცნობით, მას შემდეგ რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ჩვენებური "პარტენოპეისთან" ახალ შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც 2029 წლამდე იქნება გათვლილი და სეზონურად დაახლოებით 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ეს ცერემონია "ნაპოლის" პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მამის ლუიჯი დე ლაურენტისის მიერ დაარსებული კომპანია Filmauro-ში შედგება, რომელიც ფილმების გადაღებასა და მის გაყიდვას აწარმოებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.