ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ჩვენი მიზანი „ჰამასის“ განადგურება და მძევლების სახლში დაბრუნებაა

ჩვენი მიზანი „ჰამასის“ განადგურება და მძევლების სახლში დაბრუნებაა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს.
„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ ბრძოლა, გავანადგუროთ „ჰამასი“ და ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ“, - განაცხადა ჰაგარიმ.
ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედროებმა ბოლო 24 საათში 400-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს.
„ჩვენ მათი დევნა ჩრდილოეთ ღაზაში ვაწარმოეთ. ახლა მათ სამხრეთ ღაზაში ვდევნით. „ჰამასის“ ტერორისტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მაქსიმალური ძალით ვიმოქმედებთ, ხოლო ვიზრუნებთ იმაზე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანი მინიმუმამდე შევამციროთ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.