ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თელავში ერთ-ერთ პურის საცხობში, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს

თელავში ერთ-ერთ პურის საცხობში, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს
თელავში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხობში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს.
35 წლამდე კაცი მამამ იპოვა. ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, იყო ეს ბუნებრივი აირის გაჟონვა, თუ გულის შეტევა.
გარდაცვლილს, რომელიც პურის საცხობში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს, ცოტა ხანში გურჯაანში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.