არქივი3 თებერვალი, 2024, 07:40
გუდაურის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია
“მთავარი არხის” ინფორმაციით, გუდაურის გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად არის შეფერხებული. ამის ამსახველ კადრებს ადგილზე მყოფი მოქალაქეები გვიგზავნიან და ამბობენ, რომ გადაადგილებას დილის 6 საათიდან ვერ ახერხებენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, საცობი ავარიას არ უკავშირდება. მათი თქმით, შეფერხება ერთ-ერთი ტრაილერის არასწორმა მანევრირებამ გამოიწვია. კერძოდ, მძღოლმა შესახვევში შესვლა ვერ მოახერხა და გზაზე გაჩერდა.
როდის აღდგება მოძრაობა სრულად, ჯერჯერობით უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.