[VIDEO] ისევ უგოლოდ – საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე უნგრეთთან მარცხი განიცადა – 0:1.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით ერთი ცვლილება განახორციელა – ძირითად შემადგენლობაში ქოჩორაშვილის ნაცვლად იეგოიანი დააყენა. მასპინძლები თავიდნვე დაუეფლენ უპირატესობას, ა. ტოტის დარტყმული გოგლოჩიძისგან რიკოშეტით მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ სობოსლაიმ მიზანს ააცილა, კერკეზმა კი გაგვიტანა. პირველი მომენტი სტუმრებმა 39-ე წუთზე შექმნეს – კიტეიშვილმა მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც მისი დარტყმული მოიგერია, ხოლო კვარაცხელიას მცველებმა დაუბლოკეს. მერე მიქაუტაძემ ვერ უწია მიზანს.
შესვენების შემდეგ სვანაძემ იეგოიანის ნაცვლად მოედანზე ქოჩორაშვილი შეუშვა. ცოტა ხანში კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და მექვაბიშვილმა შეცვალა. ჩაკვეტაძის კარგი გადაცემის შედეგად შანსი წიტაიშვილმა ვერ გამოიყენა. სობოსლაის შორიდან დარტყმული მამარდაშვილმა მოიგერია. ჩაწოდებული კუთხურისას ბურთი ზედ კარის ხაზიდან დვალმა გამოიტანა. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველები ისევ ვერ ახერხებდნენ ბურთის დაჭერას და თამაშის გაკონტროლებას. ბარანის დარტყმული კარიდან კვარაცხელიამ გამოიტანა. წიტაიშვილი და მიქაუტაძე კვერნაძემ და ზივზივაძემ შეცვალეს, მოგვიანებით კი ჩაკვეტაძე დავითაშვილმა და იერიშებზე გადავედით. ზივზივაზემ ოდნავ ააცილა მიზანს. ეგ იყო და ეგ, ისევ წავაგეთ და უგოლოდ და 1 ქულით აუტსაიდერები ვართ.
ამავე ჯგუფში პარალელურ შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას 3:0 მოუგო და გალიდერდა.
ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“
უნგრეთი – საქართველო 1:0
გოლი: კერკეზი (35)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი (კვერნაძე 63), კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 50), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 76), იეგოიანი (ქოჩორაშვილი 46), მიქაუტაძე (ზივზივაძე 63), კვარაცხელია
მეოთხე ტური 5 ოქტომბერს ჩატარდება – უკრაინა უნგრეთს, ჩრდილოეთ ირლანდია კი საქართველოს უმასპინძლებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.