ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

UK-ს კონსერვატიულ პარტიაში ლორდებს მოუწოდეს, უარი თქვან საქართველოს საელჩოს საჩუქარზე

UK-ს კონსერვატიულ პარტიაში ლორდებს მოუწოდეს, უარი თქვან საქართველოს საელჩოს საჩუქარზე

გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბარონესა უილიამსი, რომელიც ლორთა პალატაში ოპოზიციის დისციპლინის დამცველის თანამდებობას იკავებს, ლორდებს წერილში მოუწოდებს, "ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის საქციელიდან გამომდინარე" უარი თქვან საქართველოს საელჩოს მიერ საჩუქრად შეთავაზებულ ღვინის ბოთლზე.

"ჩემო ლორდებო, ლორდმა ბლენკათრამ შემატყობინა, რომ, სავარაუდოდ, პერებმა საქართველოს საელჩოსგან ელექტრონული მეილი მიიღეს, რომელშიც მათ უფასო ღვინის ბოთლს სთავაზობენ.

ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის საქციელიდან გამომდინარე, პერებს მტკიცედ ვურჩევ, ამას არ დათანხმდნენ." - წერს ბარონესა უილიამსი კონსერვატორი ლორდებისთვის გაგზავნილ წერილში.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.