U2-ის სოლისტმა ლას ვეგასში მსმენელებს ალექსეი ნავალნის სახელის სკანდირება სთხოვა

ირლანდიური როკ ჯგუფის, U2-ის სოლისტმა ბონომ ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე შეკრებილ ხალხს ს სახელის სკანდირება სთხოვა.
მუსიკოსმა, რომელიც ცნობილია თავისი აქტიური სამოქალაქო პოზიციით, სცენიდან ილაპარაკა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილზე, რომლის სახელს, როგორც ბონომ აღნიშნა, ს პრეზიდენტი არასდროს ახსენებს. ბონოს გამოსვლის დასაწყისი, „მედუზას“ ცნობით, ს მიეძღვნა.
ბონომ -ს ხელისუფლებას მოუწოდა, უკრაინელებს მისცეს ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ, რადგან ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან. “ამ ხალხისთვის “თავისუფლება” ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა მსოფლიოში. იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელები იბრძვიან და იღუპებიან ამისთვის. და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ალექსეი ნავალნიმ გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის [თავისუფლებაზე]. პუტინი არასოდეს იტყვის მის სახელს. ასე რომ, ვფიქრობდი, რომ დღეს აქ თავისუფალი ხალხია, ხალხი, ვისაც თავისუფლების სჯერა… მისი სახელი უნდა გამოვთქვათ“, – თქვა U2-ის მუსიკოსმა.
ამის შემდეგ მაყურებელმა დაიწყო ალექსეი ნავალნის სახელის სკანდირება და მუსიკოსებმა დაუკრა Crowded House-ის სიმღერა Don't Dream It's Over (“ნუ იფიქრებ, რომ ეს დასასრულია”), იტყობინება Meduza. U2-ის წამყვანმა მუსიკოსმა, ბონომ უკრაინას მხარი დაუჭირა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე. 2022 წლის მაისში მან და ჯგუფ Edge-ის ვოკალისტმა კონცერტი გამართეს ს მეტროსადგურ კრეშჩატიკში.