რუსულმა Gazprom-მა 2023 წელს $6.9 მილიარდის სუფთა წლიური დანაკარგი განიცადა

კრემლის მფლობელობაში არსებულმა კომპანია Gazprom-მა 2023 წელს $6.9-მილიარდიანი სუფთა წლიური დანაკარგი განიცადა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში კომპანიისთვის წლიდან წლამდე დანაკარგის დაფიქსირების პირველი შემთხვევაა.
2 მაისს გამოქვეყნებული გაყიდვების მოცულობის ანგარიშით, ში მიმდინარე ომის ფონზე ევროპასთან შემცირებული ვაჭრობის გამო, Gazprom-ის გაყიდვებმა მნიშვნელოვანი კლება დაიწყო.
ახალი ამბების სააგენტო Interfax-ის ინფორმაციით, ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ 2023 წელს კომპანიის სუფთა მოგება $4.9 მილიარდი იქნებოდა. მანამდე, 2022 წელს, Gazprom-ის სუფთა მოგებამ $13.1 მილიარდი შეადგინა.
თუმცა, გამოცემა Reuters-ის ანალიზის მიხედვით, გვიანი 1990-იანი წლების შემდეგ წინა წელს Gazprom-მა პირველი წლიური დანაკარგი განიცადა. ეს ძირითადად იმ ფაქტმა განაპირობა, რომ უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპაში რუსეთის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
Reuters-ის გათვლებით, ევროპაში Gazprom-ის ბუნებრივი აირის მიწოდება 55.6%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კომპანიას საექსპორტო სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია.
Reuters-ის დაანგარიშებით, კომპანიის ეფექტიანად მუშაობის შეფასების მაჩვენებლის მიხედვით, (რაც კომპანიის საოპერაციო საქმიანობიდან მიღებულ მოგებას გულისხმობს, სანამ ამ მოგებას ვალის მომსახურების ხარჯი, გადასახადები, ცვეთა და ამორტიზაცია გამოაკლდება) Gazprom-მა წინა წელს $6.7 მილიარდი გამოიმუშავა, რაც 2022 წლის $30.4 მილიარდის მაჩვენებლიდან მრავლისმეტყველი ვარდნაა. ეს რუსული კომპანიისთვის ბოლო 22 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.