აშშ-ის სენატმა ქვეყანაში რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის კანონპროექტი დაამტკიცა

-ის სენატმა ქვეყანაში რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის კანონპროექტს კენჭი უყარა და წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცა. აღნიშნული კანონპროექტი კონგრესმა გასული წლის დეკემბერში განიხილა.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერის შემთხვევაში, რუსული ურანის აკრძალვა ძალაში კანონის მიღებიდან 90 დღეში შევა.
2022 წლის 24 თებერვალს ში შეჭრის შემდეგ, აშშ-მა ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე კი ზღვრული ფასები დააწესა.
აშშ-ის ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წელს აშშ-ის ატომურმა ელექტროსადგურებმა ურანის 12% სწორედ რუსეთიდან შემოიტანეს.
კანონს ხელს აშშ-ის პრეზიდენტი უახლოესი დღეების განმავლობაში მოაწერს.