TI: ჟურნალისტებზე ძალადობისა და შევიწროების 45-მდე შემთხვევა დაფიქსირდა 2023 წელს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ მიმდინარე წელსაც ისევე, როგორც გასულ წლებში თავს ესხმოდნენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წელს 45-მდე ასეთი შემთხვევა გამოვლინდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე. აქედან 4 საქმე სასამართლოში გადაიგზავნა, 9-ზე გამოძიება მიმდინარეობს.
რამდენიმე შემთხვევა, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში მოხვდა:
· ივლსში, თბილისში, ტელეკომპანია “ფორმულის” იფისის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ არხის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანს, მიშა მშვილდაძეს. პასუხისგებაში მისცეს ერთი ადამიანი;
· აგვისტოში, შოვში მომხდარი ტრაგედიისას, ინტერნეტგამოცემა “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს “წყალში გადაგდებით” დაემუქრა საჯარო მოხელე. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტს “არაკაცი” უწოდა;
· “სექტემბერში, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკმაყოფილების წერილით მიმართა საერთაშორისო დონორებს, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა ინტერნეტგამოცემა “OC Media-მ” მას Op-Ed-ის გამოქვეყნებაზე უთხრა უარი”;
· ივლისში, “ტელეკომპანია პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილიდან წაიღეს გარე ვინჩესტერი, ძვირადღირებული პირადი ნივთები კი ხელუხლებელი დატოვეს.
ანგარიშში ასევე მოხვდა “მთავარი არხის”, “TV პირველის”, “ფორმულის” გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმის შემთხვევები.

ასევე დაგაინტერესებთ