ფოტოები: “ასეთი ემოციები არასდროს მიგრძნია… მთელი ოჯახი ერთად” – შვილები, შვილიშვილები და ოჯახური კადრები ზურა ყიფშიძის ვარსკვლავის გახსნიდან – Marao

ფოტოები: “ასეთი ემოციები არასდროს მიგრძნია… მთელი ოჯახი ერთად” – შვილები, შვილიშვილები და ოჯახური კადრები ზურა ყიფშიძის ვარსკვლავის გახსნიდან – Marao
ქართული კინოს გამორჩეული სახე, ეპოქის ხატი და განსაკუთრებული სიყვარულისა და პატივისცემის ობიექტია. 1972 წელს ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი “როცა აყვავდა ნუში” გამოვიდა. მათ, ვისაც ფილმი უნახავს ან სმენია მაინც მისი სახელი, ალბათ, თვალწინ, პირველ რიგში, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი დაუდგება. სწორედ ეს როლი გახდა ახალგაზრდა მსახიობისთვის მწვერვალების დაპყრობის, კარიერული ზრდისა და დიდი წარმატების საწყისი. ზურას თანატოლები თუ უბრალოდ ახლობლები დღემდე ხშირად იხსენებენ იმასაც, რომ განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელ ამ შესანიშნავ მსახიობს მუდმივად თან სდევდა გულშემატკივრების უდიდესი არმიის სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც არსად გამქრალა და ზურა ყიფშიძე დღესაც ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია.
ზურა ყიფშიძის დედა, ასევე ცნობილი მსახიობი ელენე ყიფშიძე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
27 ნოემემბერს მარჯანიშვილის თეატრის წინს მსახიობ ზურა ყიფშიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. “სიმბოლურია, რომ ეს ვარსკვლავი ელენე ყიფშიძის სახელსაც ატარებს, რადგან სწორე დედას, ასევე დიდებულ მსახიობს მოჰყავდა ბავშვობაში ზურა თეატრში და მარჯანიშვილის კედელბში გაიზარდა ის” – ამბობს დავით ოქიტაშვილი.
განსაკუთრებული საღამოს ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ზურა ყიფშიძის შვილიშვილი, ნატალია ყიფშიძე აქვეყნებს:

ასევე დაგაინტერესებთ