ჯულია რობერტსისა და მეთიუ პერის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია – Marao

90-იანი წლების საკულტო სერიალი Friends -ი არაერთ ადამიანს დაეხმარა რთული პერიოდის გადატანაში. მასში გადმოცემული მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების, თანადგომისა თუ უბრალოდ ადამიანური ურთიერთობების გავლენა იმდენად დიდია, რომ პერსონაჟები რეალურად იქცნენ გულშემატკივართა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.
მსახიობი მეთიუ პერი, რომელმაც მაყურებელს ჩენდლერ ბინგის სახით ყველაზე მხიარული და სარკასტული პერსონაჟი აჩუქა, 28 ოქტომბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. პერის გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შეძრა. გულშემატკივრები წერენ, რომ მსოფლიომ შესანიშნავი მსახიობი, მაგრამ მათ ნამდვილი “მეგობარი” დაკარგეს.
მეთიუს რთული ცხოვრება ჰქონდა და მუდმივად ებრძოდა მარტოობასა და დეპრესიას. ის სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულიც იყო და გამოჯანმრთელება არაერთხელ სცადა. მეთიუს ცხოვრების ყველაზე რთული მონაკვეთი სწორედ მაშინ იყო, როცა სერიალი “მეგობრები” პოპულარობის ზენიტში იყო. მსახიობს ყველაზე გახმაურებული რომანი ჯულია რობერტსთან ჰქონდა, რომელიც სწორედ “მეგობრების” გადასაღებ მოედანზე გაიცნო. მათი ურთიერთობა მხოლოდ ორ თვეს გაგრძელდა – მეთიუ ჯულიას დაშორდა. წლების შემდეგ კი ერთ-ერთ ინტერვიუში ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალთან რომანზე ინტერვიუში საუბრობდა. როგორც მეთიუმ თქვა, ჯულია სერიალში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდა, თუ მისი პერსონაჟს ჩენდლერ ბინგთან ექნებოდა საერთო.
“მე მას ათასობით ვარდი გავუგზავნე და ვუთხარი, რომ საბოლოოდ მქონდა შანსი, მისთვის ყვავილები გამეგზავნა.”
პერიმ ჯულია რობერტსთან ურთიერთობის ისტორია თავის ავტობიოგრაფიაში გაიხსენა.
“ჯულია რობერტსის გაცნობა ჩემთვის ზედმეტად ბევრს ნიშნავდა. მუდმივად დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დამშორდებოდა. რატომაც არა? მე არ ვიყავი მისთვის საკმარისი… ვერასოდეს ვიქნებოდი საკმარისი. ამიტომ, სანამ გული მეტკინებოდა, მე თვითონ დავშორდი” – ამბობდა მსახიობი.
ამერიკული სატელევიზიო სიტკომი, რომელიც ნიუ-იორკში მანჰეტენზე მცხოვრები ექვსი საუკეთესო მეგობრის ცხოვრებას ასახავს. მისი შემქმნელები იყვნენ დევიდ კრეინი და მართა კაუფმანი. სერიალი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროექტი გახდა და უამრავი ჯილდო, მათ შორის, სამი „ემი“ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ