ვიდეო: სოფო ნიჟარაძისა და გიორგი ვარდოსანიძის შესანისნავი დუეტი სპექტაკლიდან “შეყრა” – Marao

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი ბოლო დროს თეატრის მოყვარულთათვის საყვარელ ადგილად იქცა. აქ ყოველ საღამოს ძველი თუ ახალი სპექტაკლების სანახავად უამრავი ადამიანი დადის. გამორჩეულია დავით დოიაშვილის “შეყრა”, რომელიც რეჟისორმა სპექტაკლი ზურაბ ანტონოვის პიესის „მზის დაბნელება სქართველოში“ მიხედვით შექმნა. შეიძლება ითქვას რომ „შეყრა“ 10 წლის წინ შემნილი ცნობილის პექტაკლის „გაყრა“ გაგრძელებაა.
სპექტაკლში, სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად, გამორჩეული როლი ს აქვს. მისი და გიორგი ბვარდოსანიძის დუეტი ყოველი სპექტაკლის შემდეგ დიდ მოწონებას იმსახურებს.
სოფო ნიჟარაძე ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“-ს რუსულენოვან ვერსიაში (2004—2006). 2005 წელს ს სახელით მონაწილეობდა „ახალი ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო. 2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გავიდა. სოფო ნიჟარაძემ დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.
სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს, ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა (ქეთი ნიკოლეიშვილი) და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა (კახაბერ ნიჟარაძე) ინჟინერი იყო.
შვიდი წლის ასაკში სოფო ჯანსულ კახიძემ შეამჩნია და მიიწვია ფილმში “იავნანამ რა ჰქნა”, სადაც მან ცნობილ ქართველ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად იმღერა. ამავე პერიოდში სოფო მიიწვიეს საბავშვო სტუდიაში, “ბასტი-ბუბუს” სოლისტად, სადაც მან შეასრულა არაერთი წამყვანი პარტია სპექტაკლებში, შოუებსა და ტელეპროექტებში. ცხრა წლის ასაკში სოფომ საფრანგეთის საელჩოს წვეულებაზე შეასრულა მსოფლიო ჰიტი “Sous Le Ciel De Paris”. ფრანგი ჟურნალისტი ბერნარ პივო აღფრთოვანებული დარჩა სოფოს ვოკალური მონაცემებით და იგი თავის გადაცემაში TV5 მიიწვია.
1995 წელს სოფო გახდა საერთაშორისო ფესტივალის “ბროლის ნაძვის” ლაურეატი ნომინაციაში “საუკეთესო ვოკალი”, მომდევნო წელს იტალიაში, მილანში “ბრავო-ბრავისიმოს” ლაურეატი. ამას მოჰყვა ხუთწლიანი კონტრაქტი იტალიაში და იქაურ პროდიუსერთან, კლაუდიო ბანდერასთან თანამშრომლობა. ამავე წელს სოფომ მიიღო ქართული ფესტივალის “ლიგას” სპეციალური პრიზი სიმღერისთვის “О тебе”, ასევე იყო საერთაშორისო ფესტივალის “ბროლის ნაძვის” მონაწილე, რომელიც რუსეთში, მოსკოვში გაიმართა (მოსკოვის 850 წლისთავი).
1999 წელს “პუშკინის დღეების”იუბილეს ფარგლებში საუკეთესო ვოკალისთვის პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო, ასევე გადაეცა თბილისის მერიის დიპლომი “უნიკალური ვოკალური მონაცემები”.
2000 წელს დაჯილდოვდა “ოქროს ვარსკვლავით” საუკეთესო ვოკალისთვის კინოსტუდია “ფორტესა” და სტუდია “ვარსკვლავური კიბეს” მიერ. იმ წელს სოფომ წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, პარალელურად კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სასწავლებელი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური გიმნაზია ვოკალისა და ფორტეპიანოს განხრით. იმ წლებში სოფო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი და იმჟამინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სტიპენდიანტი იყო.
001 წელს სოფომ სწავლა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში და გნესინების მუსიკალურ სკოლაში გააგრძელა. მოსკოვში სწავლის პარალელურად თამაშობდა მთავარ როლებს სპექტაკლებსა და მიუზიკლებში, როგორიცაა “ჩხიკვთა ქორწილი”, “რომეო და ჯულიეტა”, “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”. ჯერ კიდევ “ჩხიკვთა ქორწილში” სოფო შეამჩნია კატერინა ფონ გეჩმენ-ვალდეკმა – გავლენიანი ქალი მიუზიკლების სფეროში, მისი პროდიუსერი გახდა და შესთავაზა ესმერალდას როლი “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში”.
2005 წელს სოფო ნიჟარაძე რუსეთის სახელით მონაწილეობდა “ახალ ტალღაში”, სადაც მეშვიდე ადგილი აიღო.
ოფოს დებიუტი ქართველი მსმენელის წინაშე 2009 წლის ივლისში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისთვის ჯოზეფ ბაიდენისთვის მიძღვნის ოფიციალურ საღამოზე შედგა.
2010 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნიჟარაძე 2010 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წამრგენად დაასახელა. იმ წელს საქართველო ევროვიზიის კონკურსზე ქულათა საერთო ჯამით მეცხრე ადგილზე გავიდა.
2020 წლის 2 ივნისს შეეძინა პირველი შვილი, რომელსაც ალისა-მარია დაარქვა.

ასევე დაგაინტერესებთ