“ფეისბუქი გამიტეხეს” – თერჯოლის მერიის წარმომადგენელი აქციისთვის ხალხის მობილიზებაზე

თერჯოლის მერიის წარმომადგენელი მამუკა გოგბერაშვილი ამბობს, რომ Facebook გაუტეხეს და არ ადასტურებს, რომ ქართული ოცნების აქციისთვის საჯარო სექტორში დასაქმებულების სიას ადგენდა. გოგბერაშვილი თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენელია.
ქართული ოცნება 29 აპრილს პარლამენტის წინ რუსული კანონის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს. უკვე ერთი კვირაა ამ ადგილზე მოქალაქეები რუსული კანონის განხილვას აპროტესტებენ და კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ.
გამოცემა ნეტგაზეთის ინფორმაციით, გოგბერაშვილის მიმოწერის სქრინები ერთ-ერთი Facebook-ის ერთ-ერთი ჯგუფიდან გავრცელდა. ე.წ. სქრინების თანახმად, მამუკა გოგბერაშვილი წერს: “ყველას გვაქვს რაღაც მიზეზები, თუმცა როცა საჭიროა უნდა მოვახერხოთ რაღაც, ოჯახიდან ორი რო ხართ დასაქმებული და ერთიც არ წამოვა, მასე არ იქნება”. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ტრანსპორტირება უფასო იქნება.
“ნეტგაზეთთან” მამუკა გოგბერაშვილი ამბობს, რომ ფეისბუქი გაუტეხეს.

ასევე დაგაინტერესებთ