ომიდან რუსეთში დაბრუნებულმა მებრძოლებმა მოკლეს და დაასახიჩრეს 200 ადამიანი

უკრაინის ომიდან შინ დაბრუნებულმა რუსმა სამხედროებმა მოკლეს და დაჭრეს ორასზე მეტი თანამოქალაქე, ამის შესახებ გამოცემა “Вёрстка“ღია მონაცემების გაანალიზების საფუძველზე წერს.
რუსული მედიის თანახმად. უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ადამიანის სიკვდილით დასრულებული სულ მცირე 84 დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის განზრახ მკვლელობა და სხეულის განზრახ დაზიანება, რაც სიკვდილით დასრულდა. შედეგად დაღუპულია ს 107 მოქალაქე. ასობით ადამიანმა მიიღოს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება.
საუბარია, მხოლოდ სამართალდამცველების მიერ ოფიციალურად აღრიცხულ დანაშაულებზე, რომლის მიხედვითაც ბრალი წარედგინა 176 სამხედროს. მათ შორის 91 შეწყალებული პატიმარია.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული 134 განაჩენიდან, სამი შემთხვევიდან ორში შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულია ომში მონაწილეობა.
42 საქმეში სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია „დაზარალებულთა უკანონო მოქმედებები“, ასეთად მოსამართლეებმა „სამხედრო მოქმედებების კრიტიკა“ დაასახელეს.
ხუთშაბათს უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი რუსი სამხედრო, ალექსანდრ ოსიპოვი და ალექსანდე კაიგოროდცევი დააკავეს, რომლებმაც სოფელ პოდო-კალინოვკასა და აბრიკოსოვკაში ჩადენილი ოთხი ადამიანის მკვლელობა აღიარეს. „კომერსანტის“ ინფორმაციით, დაკავებულები 144-ე მოტომსროლელ ბრიგადაში მსახურობდნენ და დანაშაული შესაძლოა ალკოჰოლური თრობის დროს ჩაედინათ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაიგოროდცევი მკვლელობისა და ნარკოდანაულისთვის იყო მსჯავრდებული

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ