სოხუმი აღმოსავლეთ აფხაზეთში ტურიზმის განვითარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს

ტურისტული პოტენციალის შესაფასებლად, 29 იანვარს, ს დე-ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა ოჩამჩირის რაიონს ესტუმრა. ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტრო ავრცელებს.
ინსპექტირებისას თემურაზ ხიშბას ახლდნენ ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის თავმდჯომარე ბესლან ბიგვავა, მისი მოადგილე არტიმონ გაბელია და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასტამურ ბარციცი.
როგორც რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ამბობენ, ოჩამჩირეს ტურისტების მოზიდვის დიდი პოტენციალი აქვს.
ოფიციალური ცნობითვე, დელეგაციამ სოხუმიდან დაათვალიერა სოფელი ოტაფის მიდამოები და გამოქვაბული.
ტურიზმის [დე ფაქტო] მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ეს მიმართულება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული დე-ფაქტო სახელმწიფოს პოლიტიკისთვის უახლოეს მომავალში.
ამასთან, 31 იანვარს, დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიიღო ანგარიში ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანისგან, სადაც აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების 2023 წლის შედეგებია მოცემული.
ბჟანიამ აღნიშნა, რომ პრიორიტეტული მიმართულებებია ტურიზმი, სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა, სატრანსპორტო ქსელის განვითარება და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მრეწველობა.
ეს არის არის პირველი შემთხვევა, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლება აღმოსვლეთ აფხაზეთის [მათ შორის გალის რაიონის] ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე საუბრობს.
ამავე თემაზე:
გალი, როგორც ახალი ტურისტული რეგიონი აფხაზეთში | DRI

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო