სასულიერო პირები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის – ყვარელში, კულტურული მრავალფეროვნების ჰარმონიული განვითარების ცენტრმა შეხვედრა გამართა

ყვარელში, კულტურული მრავალფეროვნების ჰარმონიული განვითარების ცენტრმა შეხვედრა გამართა თემაზე „ადამიანთა ფსიქოლოგიური დამოკიდებულება – ალკოჰოლიზმი და აზარტომანია.პრობლემის დანახვა, პრევენცია და დაძლევის გზები”. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო პირები და საქართველოს სამოციქიულო მართლმადიდებელი ეკლესიის მარნეულისა და ჰუჯაბის, ბოლნისის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები.
„შეხვედრაზე, რომლის მიზანი იყო საქართველოს ქრისტიანი და მუსლიმი სასულიერო პირების მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და რელიგიებს შორის მშვიდობიანი, ჰარმონიული ურთიერთოებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოხსენებით გამოვიდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, რომელმაც ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზების საქმეში რელიგიების როლზე.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიური სტაციონარული განყოფილების უფროსმა ნინო გონგლიაშვილმა ყურადღება გაამახვილაალკოჰოლდამოკიდებულების პრობლემის, მისი პრევენციისა და დაძლევის საშუალებებზე.ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა, ფსიქოლოგმა ნინო კომახიძემ კი მონაწილეებს გააცნო აზარტომანიის, თამაშდამოკიდებულების პრობლემი, მისი პრევენციისა და დაძლევის გზები.
შეხვედრის მონაწილე მუსლიმმა და ქრისტიანმა სასულიერო პირებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ