მარსიალმა შესაძლოა, თურქეთს მიაშუროს

Transfer News Central-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა ენტონი მარსიალმა შესაძლოა, კარიერა თურქეთში განაგრძოს.
ფეხბურთელის სამსახურით “ფენერბახჩეა” დაინტერესებული და ფრანგის გაშვების წინააღმდეგი არც “წითელი ეშმაკები” არიან.
მიმდინარე სეზონში მარსიალმა 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა.