“მისტერ, გთხოვ, გვაპატიე” – “ნაპოლის” ფანები რუდი გარსიას ბოდიშს უხდიან [PHOTO]

2023/2024 წლების სეზონი “ნაპოლიმ” რუდი გარსიას ხელმძღვანელობით დაიწყო, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფრანგი შუა სეზონში გაათავისუფლა.
გარსია მაცარიმ შეცვალა, თუმცა ეს უკანასკნელი ერთ თვეში ფრანჩესკო კალცონამ შეცვალა.
პლატფორმა “ინსტაგრამზე” გარსიას “ნაპოლის” ფანები ბოდიშს უხდიან.
“ბოდიშს გიხდით, აღმოჩნდა, რომ თქვენ არაფერ შუაში იყავით. მთავარი პრობლემა არასდროს ყოფილხართ”.
“ხალხი გიჟს მეძახდა, როცა ვამბობდი, რომ გარსია არ უნდა გაგვეშვა. “ნაპოლის” წარუმატებლობა თქვენი ბრალი არ ყოფილა.
“მისტერ, თქვენ არაფერ შუაში იყავით, ბოდიშს გიხდით”, – წერენ “ნაპოლის” ფანები გარსიას “ინსტაგრამ”
გვერდზე.