კაპელო: რონალდო გენიოსი სულაც არ არის

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო შეადარა. “მილანისა” და “რეალის” ყოფილი თავკაცის თქმით, არგენტინელი პორტუგალიელზე უკეთესია.
“რონალდო გამორჩეული ფეხბურთელი და შესანიშნავი გოლეადორია, მან უამრავი რეკორდი დაამყარა, ასე ბევრი ტიტული მოიგო, მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ მესის ჩამორჩება, კრიშტიანო არგენტინელის დონის არ არის. რონალდო დიადია, თუმცა არა გენიოსი”, – განაცხადა კაპელომ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რონალდომ “ოქროს ბურთის” მოგება კარიერაში 5-ჯერ შეძლო, “ლა პულგამ” კი ეს 8-ჯერ მოახერხა.