ჩაკვეტაძე ტრავმის გამო მორიგ მატჩს გამოტოვებს – “უოტფორდის” მწვრთნელმა ქართველის მდგომარეობაზე ისაუბრა

ხვალ, 27 აპრილს, ჩემპიონშიპის მორიგ ტურში “უოტფორდი” “სანდერლენდს” უმასპინძლებს. “ირმებს” აღნიშნულ შეხვედრაში საზარდულის ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება.
“უოტფორდის” მთავარი მწვრთნელის ტომ კლევერლის თქმით, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინ გიორგი სრულად უნდა გამოჯანმრთელდეს, ამიტომ მოედანზე მის ნაჩქარევად დაბრუნებას არ გარისკავს.
“გიორგის საზარდულის ტრავმა აქვს, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინ, ჩაკვეტაძეს უნდა გავუფრთხილდეთ”, – განაცხადა კლევერლიმ.
შეგახსენებთ, “უოტფორდი” ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 53 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.