ელისაშვილი ამბობს, რომ პოლიციელებმა „გამეტებით სცემეს“

„მოქალაქეების“ ლიდერი , რომელიც 18 აპრილს, შუაღამისას, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ავტომანქანაში ჩასვა, აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მას „გამეტებით სცემეს“. ელისაშვილმა თქვა, რომ ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი.
„უშუალოს ვაჟა სირაძის [საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი] მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ დროს წავიქეცი და იქ დაგდებულს გვირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში, გადამიყვანეს წერეთელზე, -ს დიდუბის განყოფილებაში. იქ ნორმალური, ადამიანური გარემო იყო. მოვედი კლინიკაში, ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი. ბრძოლით „ანჯელინა ჯოლის ტუჩიც“ მოვიპოვე“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 17 აპრილს, დაახლოებით 00:00 საათისთვის პოლიციამ ელისაშვილი ავტომანქანით, ძალის გამოყენებით გაიყვანა ტერიტორიიდან.
მოგვიანებით სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „სოციალურ ქსელში დაწერა: „ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს“.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი” პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, რასაც თბილისში პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციების შენობებთან მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.
„ქართული ოცნება” მის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის” მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ