“გათავისუფლებაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ…” – მოურინიომ “რომადან” დათხოვნის მიზეზი ვერ გაიგო

ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელისთვის ჟოზე მოურინიოსთვის დღემდე გაუგებარია თუ რატომ დაითხოვეს “რომადან”.
მოგეხსენებათ, “განსაკუთრებული” 2,5-წლიანი მუშაობის შემდეგ “ჯალოროსიდან” ამ ზამთარს გაუშვეს და მის ნაცვლად დანიელე დე როსი დანიშნეს.
“გათავისუფლებაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ძნელი გასაგებია, როგორ შეგიძლია გაათავისუფლო მწვრთნელი, რომელიც ზედიზედ ორჯერ გავიდა ევროპული თასის ფინალში. უცნაურია”, – ციტირებს მოურინიოს Corriere dello Sport.