„ბედნიერი ვარ ჩემი შემოქმედებით…“ – ვინ არის ახალგაზრდა, რომლის სიმღერები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ქუჩის მუსიკოსის ლუკა შუკაკიძის სიმღერის ვიდეო, თუმცა მის შესახებ ბევრი რამ არ იცით. „პრაიმტაიმმა“ გადაწყვიტა უკეთ გაგაცნოთ ახალგაზრდა მუსიკოსი და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
– ლუკა, შენს შესახებ, რომ მოგვიყვე
მე ვარ ლუკა შუკაკიძე 20 წლის. 6 წლიდან ვმღერი, დამთავრებული მაქვს მუსიკალური სკოლა, შემდეგ ვმღეროდი ანსამბლში, 16 წლიდან კი გავედი ქუჩაში და დავიწყე მოღვაწეობა. თავიდან გამიჭირდა ეს ყველაფერი, მაგრამ გადავდგი ეს ნაბიჯი და გადავლახე ყველანაირი კომპლექსი, დღეს კი ბედნიერი ვარ ჩემი შემოქმედებით.
– მუსიკის გარდა ხარ თუ არა სხვა საქმით დაკავებული?
სხვა საქმეს რაც შეეხება ამჯერად მთელი ჩემი ენერგია მხოლოდ სიმღერაში დევს, მუსიკა ჩემთვის არის პირველ რიგში ემოცია, რომელიც მაცოცხლებს. სიმღერა ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია, რომელიც ნებისმიერ ხასიათზე შემიძლია მოვისმინო.
– სამომავლოდ რას აპირებ, გაქვს თუ არა გეგმები?
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება ვაპირებ აუცილებლად სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში კონცერტების გამართვას და ათასობით ადამიანის გაბედნიერებას.

ასევე დაგაინტერესებთ