Relevo: “ბარსელონა” ზაფხულში დე იონგს გაყიდის

ესპანური გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” ზაფხულში გუნდის ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის გაყიდვას გეგმავს.
“ბლაუგრანას” ბოსებს ამისთვის სამი მიზეზი აქვთ. პირველი ისაა, რომ ნიდერლანდელმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.
მას მაღალი ხელფასი აქვს და თანაც ხშირად ტრავმიანობს.
პრესაში გავრცელებული ცნობით, დე იონგის დამატებით “ბაიერნი” ინტერესდება.