6 წლის შემდეგ პირველად – პსვ ერედივიზიონის გამარჯვებულია

ერედივიზონის 32-ე ტურში პსვ-მ შინ “სპარტა” 4:2 დაამარცხა და ნიდერლანდების ჩემპიონატის გამარჯვებული ისტორიაში 25-ედ გახდა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე პსვ-მ ერედივიზიონის ტიტული 2018 წელს მოიგო, ამის შემდეგ ნიდერლანდების ჩემპიონი სამჯერ ზედიზედ “აიაქსი”, ერთხელ კი “ფეიენოორდი” გახდა.
პსვ-ზე მეტჯერ ერედივიზონის ტიტული მხოლოდ “აიაქსს” აქვს მოპოვებული. ამსტერდამელებმა ამის გაკეთება 36-ჯერ მოახერხეს.