გაირკვა ითამაშებს თუ არა კვარაცხელია “უდინეზესთან”

“ნაპოლის” საიტმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც “უდინეზესთან” მატჩის განაცხადში შეიყვანა და მათ შორის არ არის.
კვარაცხელიამ 3 მაისს, ვარჯიშზე მარცხენა ბარძაყის კუნთის მცირე დაზიანება მიიღო, გუშინ სპორტულ დარბაზში ტრენაჟორებზე დაიტვირთა, სათამაშოდ მზად არ არის და გუნდს უდინეში არ გაჰყვა.
“ნაპოლის” აგრეთვე პიოტრ ზილენსკი და ჯაკომო რასპადორი ვერ დაეხმარებიან, რომელმაც მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო. საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს ჟუან ჟეზუსმა და მატეო პოლიტანომ.
მატჩი “დაჩია არენაზე” თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.