კიტეიშვილის გოლმა კაცნაკლული “შტურმი” მარცხისგან იხსნა [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში „შტურმისა“ და „ჰარტბერგის“ მატჩი 1:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მე-9 წუთზე სტანკოვიჩის გაძევების გამო „შტურმი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 58-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 24 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. კიტეიშვილის გარჯა sofascore-მ 8.0 ქულით შეაფასა, flashscore-მ კი 7.7-ით.
„შტურმი“ 40 ქულით ლიდერია და 12 მაისს, ბოლოსწინა ტურში ლინცში ლასკ-ს დაუპირისპირდება. დარჩენილი ორი მატჩის მოგების შემთხვევაში ოთარის გუნდი ოქროს დუბლს გაიფორმებს.
შტურმი – ჰარტბერგი 1:1
გოლები: 0:1 ენტრუპი (17), 1:1 კიტეიშვილი (58)
გაძევება: სტანკოვიჩი (9, შტურმი)