შსს ვახო სანაიას ისევ უჩივის
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტ ვახო სანაიას წინააღმდეგ რიგით მესამე ადმინისტრაციულ საქმეს იწყებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო. სანაია აცხადებს, რომ არ აპირებს სასამართლო სხდომაზე დასწრებას და უარს ამბობს ადვოკატზე. მომხდარს გამოეხმაურნენ აშშ-ის საელჩო და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.