ზვიად ტომარაძე
ორგანიზაციის “ერი და სახელმწიფო” დამფუძნებელი
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
,, ჰესის აშენება კი არა მისი არ აშენება და ფულის ასე გაკეთება იყო დაგეგმილი!” – ზვიად ტომარაძე
ერი და სახელმწიფოს დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ განცხადება გააკეთა ნამახვანჰესის საქმეზე საქართველოსთვის ENKA-ს სასარგებლოდ 1,15 მილიარდი ლარის გადახდის დაკისრებასთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობა ნათელა თურნავასა და ლევან დავითაშვილს დააკისრა.
,, საფეხბურთო კარიერა დაამთავრა და ალბათ 2028 წლის პარლამენტს უმიზნებს…” – ზვიად ტომარაძე
,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე ფეხბურთელ გიორგი გველესიანის ინტერვიუს გამოეხმაურა. ტომარაძის თქმით, გველესიანმა წლების განმავლობაში ისპაჰანში თამაშის მიუხედავად ფერეიდანი არ მოინახულა, ხოლო ახლახან ნაკრების სხვა წევრებზე განაცხადა, რომ წნეხი ვერ გაუძლეს. ტომარაძე ვარაუდობს, რომ ფეხბურთელმა კარიერა დაამთავრა და შესაძლოა 2028 წლის პარლამენტს უმიზნებს.
“ადგილი მოეწონათ და სკოლის ადგილზე დიდი ალბათობით კორპუსი აშენდება” – ზვიად ტომარაძე
ორგანიზაციის “ერი და სახელმწიფო” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში არსებულ პრობლემებზე წერს. მისი თქმით, თბილისში ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მოიწამლნენ, 21-ე საჯარო სკოლის შენობა კი ავარიულობის მიზეზით დასანგრევად იგეგმება, რის ადგილზეც კორპუსის აშენებას ვარაუდობს. იგი ასევე აკრიტიკებს სკოლების სარემონტო სამუშაოების დაგვიანებას და პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რთულ პირობებს.
,, რა სახელმწიფო უსაფრთხოება, დიდი ხანია ეს სამსახური ძირითადად ერთი კაცის და ერთი პარტიის უსაფრთხოებაზე ზრუნავს” – ზვიად ტომარაძე
ერი და სახელმწიფოს დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის წელიწადნახევარში 4 ხელმძღვანელის შეცვლა ცუდია მენეჯმენტისთვის. მისი თქმით, სამსახური ერთი კაცისა და ერთი პარტიის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, თუმცა დადებითია, რომ მინისტრი კარიერულად დაწინაურდა.