"ეკონომიკური ზრდის 96% მომსახურების სექტორებზე მოდის" - რა ზრდის საქართველოს ეკონომიკას?
„თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკური ზრდის 96% მომსახურების სექტორებზე მოდიოდა, სადაც ლიდერობს IT სექტორი, ტრანსპორტირება და ვაჭრობა. მიუხედავად გაზრდილი ექსპორტისა, მისი წილი რეალურ ეკონომიკურ ზრდაში მხოლოდ 6%-ია. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ტურიზმის დროებითი კლება ექსპორტის ზრდამ დააბალანსა.
BM.GE