გიორგი პატარიძე: ადგილობრივი საბჭოები ძალზედ ეფექტურად მუშაობენ - წელს, 9 თვის მონაცემით ვადამდე გათავისუფლების 960-ზე მეტი დადებითი გადაწყვეტილება გვაქვს
პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი საბჭოები ეფექტურად მუშაობენ და მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით ვადამდე გათავისუფლების 960-ზე მეტი დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული.

რა უნდა გააკეთოს პატიმარმა, რომ ვადამდე ადრე გათავისუფლდეს - ამ საკითხზე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.
როგორც პატარიძემ აღნიშნა, 9 თვის მონაცემით ვადამდე გათავისუფლების 960-ზე მეტი დადებითი გადაწყვეტილება აქვთ.
„ადგილობრივი საბჭოები არიან ძალიან გააქტიურებულები და ძალზედ ეფექტურად მუშაობენ. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ წელს, 9 თვის მონაცემით დადებითი გადაწყვეტილებები გვაქვს 960-ზე მეტი. ვერც იმ მოსაზრებას გავიზიარებ, რომ პატიმრებმა არ იციან ის წესები და გაიდლაინები, თუ რა იმოქმედებს ადგილობრივი საბჭოებზე დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის ნაწილში“, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.
ციტატები სტატიიდან
„ადგილობრივი საბჭოები არიან ძალიან გააქტიურებულები და ძალზედ ეფექტურად მუშაობენ. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ წელს, 9 თვის მონაცემით დადებითი გადაწყვეტილებები გვაქვს 960-ზე მეტი. ვერც იმ მოსაზრებას გავიზიარებ, რომ პატიმრებმა არ იციან ის წესები და გაიდლაინები, თუ რა იმოქმედებს ადგილობრივი საბჭოებზე დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის ნაწილში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.