ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„დუმილი და უმოქმედობა ღალატის ტოლფასია“- პოლიტპატიმრის, მანუჩარ მიქელაძის წერილი ციხიდან

პარტია „ახლების“ წევრი და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მანუჩარ მიქელაძე გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს, რომელშიც საზოგადოებას აქტიურობისკენ, დუმილის დასრულებისა და პროტესტისკენ მოუწოდებს.

„დუმილი და უმოქმედობა ღალატის ტოლფასია“- პოლიტპატიმრის, მანუჩარ მიქელაძის წერილი ციხიდან
„დუმილი და უმოქმედობა ღალატის ტოლფასია“- პოლიტპატიმრის, მანუჩარ მიქელაძის წერილი ციხიდანბათუმელები

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მანუჩარ მიქელაძე, გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„მივმართავ გამარჯვების მოლოდინით დაღლილ ჩვენს საზოგადოებას.

როდესაც ჩვენს ქვეყანას ჰყავს ძალაუფლება მიტაცებული ხალხის მძარცველი, მჩაგვრელი, კორუმპირებული, ქვეყნის მტერთან კოლაბორანტი, დასანქცირებული, არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც კლავს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს, ქვეყნიდან გარბიან ჩვენი თანამოქალაქეები და მათ ადგილს უკონტროლოდ შემოსული უცხოელები ანაცვლებენ, საზოგადოება კი დაყოფილი და გახლეჩილია, ამ დროს ჩვენი დუმილი და უმოქმედობა ღალატის ტოლფასია ქვეყნის წინაშე.

სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სადღეგრძელოებით არ გამოიხატება, მას ბრძოლა, თავგანწირვა, შრომა და მოვლა-პატრონობა სჭირდება.

წინაპრების თავგანწირვით მოვედით დღემდე, ჩვენ კი საკუთარი ქვეყნის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლის განადგურებას ვუყურებთ და არ ვრეაგირებთ. ეს არ არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.

როდემდე შეიძლება ითმინო პოლიტიკური უმსგავსობა ქვეყანაში და ეს დამამცირებელი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. მოგმართავთ, რომ კარგად გაიზროთ შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა, გაიაზროთ თქვენი პასუხისმგებლობა შვილების წინაშე. გამოფხიზლდი, გაბრაზდი და გააპროტესტე ეს დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ.

გააპროტესტე ოპოზიციის უმოქმედობა და მოუწოდე დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ. გამოსავალი ისევ ჩვენშია.

გამოდი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად და დადექი გამარჯვებამდე. ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, გჯეროდეს გამარჯვების“-წერს მანუჩარ მიქელაძე ციხიდან.

მანუჩარ მიქელაძე პარტია „ახლების“ წევრია და ის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მივმართავ გამარჯვების მოლოდინით დაღლილ ჩვენს საზოგადოებას. როდესაც ჩვენს ქვეყანას ჰყავს ძალაუფლება მიტაცებული ხალხის მძარცველი, მჩაგვრელი, კორუმპირებული, ქვეყნის მტერთან კოლაბორანტი, დასანქცირებული, არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც კლავს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს, ქვეყნიდან გარბიან ჩვენი თანამოქალაქეები და მათ ადგილს უკონტროლოდ შემოსული უცხოელები ანაცვლებენ, საზოგადოება კი დაყოფილი და გახლეჩილია, ამ დროს ჩვენი დუმილი და უმოქმედობა ღალატის ტოლფასია ქვეყნის წინაშე. სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სადღეგრძელოებით არ გამოიხატება, მას ბრძოლა, თავგანწირვა, შრომა და მოვლა-პატრონობა სჭირდება. წინაპრების თავგანწირვით მოვედით დღემდე, ჩვენ კი საკუთარი ქვეყნის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლის განადგურებას ვუყურებთ და არ ვრეაგირებთ. ეს არ არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. როდემდე შეიძლება ითმინო პოლიტიკური უმსგავსობა ქვეყანაში და ეს დამამცირებელი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. მოგმართავთ, რომ კარგად გაიზროთ შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა, გაიაზროთ თქვენი პასუხისმგებლობა შვილების წინაშე. გამოფხიზლდი, გაბრაზდი და გააპროტესტე ეს დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. გააპროტესტე ოპოზიციის უმოქმედობა და მოუწოდე დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ. გამოსავალი ისევ ჩვენშია. გამოდი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად და დადექი გამარჯვებამდე. ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, გჯეროდეს გამარჯვების“
მანუჩარ მიქელაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

პირველი რეაქცია შენი იყოს