ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

პერუს ადგილობრივ არჩევნებში მემარცხენე კანდიდატმა ჰიტლერ მუსოლინიმ გაიმარჯვა

პერუში, კეროპალკის ოლქში, მემარცხენე პარტია Ahora Nación-ის კანდიდატმა, სახელად ჰიტლერ მუსოლინი სიმეონ ფლორესმა, ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა და მერად აირჩიეს.

პერუს ადგილობრივ არჩევნებში მემარცხენე კანდიდატმა ჰიტლერ მუსოლინიმ გაიმარჯვა
პერუს ადგილობრივ არჩევნებში მემარცხენე კანდიდატმა ჰიტლერ მუსოლინიმ გაიმარჯვატაბულა

პერუელი მამაკაცი, სახელად ჰიტლერ მუსოლინი, მემარცხენე პარტია Ahora Nación-ის სიით ადგილობრივ არჩევნებში 25 ხმის უპირატესობით გამარჯვების შემდეგ, ანდების ერთ-ერთი პატარა ოლქის მერად აირჩიეს.

45 წლის ჰიტლერ მუსოლინი სიმეონ ფლორესმა მერობისს არჩევნებში გაიმარჯვა კეროპალკაში - ლიმის ჩრდილოეთით მდებარე უანუკოს დეპარტამენტის ოლქში. იგი მემარცხენე-ცენტრისტული პარტია Ahora Nación-ის რიგებიდან იყრიდა კენჭს.

მან 229 ხმა მიიღო - კეროპალკაში მიცემული 663 ბიულეტენის 34.5% - და გაუსწრო თავის უახლოეს მეტოქეს, პარტია სახალხო განახლება პერუს (Renovación Popular) კანდიდატ გასპარ ბენილდე ოსორიო სამბრანოს, რომელმაც 204 ხმა (30.8%) მოიპოვა.

2024 წლის ოფიციალური მონაცემებით, ოლქის მოსახლეობა 730-ზე ოდნავ მეტ ადამიანს შეადგენს.

კენჭისყრა წარმოადგენდა რეგიონული და მუნიციპალური არჩევნების ნაწილს, რომელიც მთელ პერუში ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში რადიკალი მემარჯვენე კეიკო სოფია ფუხიმორის გამარჯვების შემდეგ ჩატარდა.

ჰიტლერ მუსოლინი არ არის პირველი პოლიტიკოსი სახელად ჰიტლერი, რომელმაც პერუში ამომრჩეველთა მხარდაჭერა მოიპოვა.

მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია ჩვენ ვართ პერუს (Partido Democrático Somos Perú) წევრი, ჰიტლერ ალბა, 2011–2014 წლებში ანდების კიდევ ერთი პატარა ქალაქის, იუნგარის, მერის თანამდებობას იკავებდა.

2018 წელს იგი დაუპირისპირდა ლენინ ვლადიმირ როდრიგეს ვალვერდეს.მან ხმების 47.7% მოიპოვა.

ალბა, რომელიც საკუთარ თავს "კარგ ჰიტლერს" უწოდებდა, საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა ლოზუნგებით: "ჰიტლერი ბრუნდება" და "ჰიტლერი ხალხთან ერთად".

ალბას თქმით, როდესაც მამამისი მას სახელს არქმევდა, ნაცისტური გერმანიის დიქტატორის შესახებ არაფერი გაეგებოდა.

კიდევ ერთი კანონმდებელი და ქირურგი, ჰიტლერ საავედრა, პერუს კონგრესში პარტია ჩვენ ვართ პერუს (Partido Democrático Somos Perú) წარმოადგენდა 2021 წლიდან, სანამ 46 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კარგ ჰიტლერს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჰიტლერი ბრუნდება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჰიტლერი ხალხთან ერთად“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.