ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

პერუს ერთ-ერთი ქალაქის მერი ჰიტლერ მუსოლინი გახდა

პერუში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქალაქ კეროპალკას მერი კანდიდატი, სახელად ჰიტლერ მუსოლინი გახდა.

პერუს ერთ-ერთი ქალაქის მერი ჰიტლერ მუსოლინი გახდა
პერუს ერთ-ერთი ქალაქის მერი ჰიტლერ მუსოლინი გახდაიმედინიუსი

პერუში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქალაქ კეროპალკას მერი ჰიტლერ მუსოლინი სიმეონ ფლორესი გახდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

უჩვეულო სახელის მატარებელი კანდიდატი მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის „ერი ახლა“ წარმომადგენელია. მან ხმების 34% მიიღო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მანამდე მსოფლიო პოლიტიკაში ჰიტლერის სახელით სხვა კანდიდატებიც იყვნენ ცნობილი. 2018 წელს ისევ პერუში, იუნგარის რაიონში გამართულ მერის არჩევნებში ჰიტლერმა ლენინი დაამარცხა - ჰიტლერ გესკლინ ალბა სანჩესმა ლენინ ვლადიმერ როდრიგეს ვალვერდესს სძლია.

ნამიბიაში კი ადოლფ ჰიტლერ უუნონამ გასულ წელს ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა ადგილობრივ არჩევნებში. „ბავშვობაში ეს სრულიად ჩვეულებრივ სახელად მიმაჩნდა“, - განუცხადა მან BBC-ს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბავშვობაში ეს სრულიად ჩვეულებრივ სახელად მიმაჩნდა“
ადოლფ ჰიტლერ უუნონა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.