ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატა „ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ითხოვს

ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დეპუტატ ქუინი რაჟკოვსკის ინიციატივას, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანოს.

ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატა „ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ითხოვს
ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატა „ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ითხოვსნეტგაზეთი

ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ, 102 ხმით, 47-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა დეპუტატ ქუინი რაჟკოვსკის (VVD) ინიციატივას, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შეიტანოს.

თავად მთავრობა ინიციატივის წინააღმდეგი იყო.

რაჟკოვსკის ინიციატივით, ნიდერლანდების პარლამენტი:

აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონმდებლობასა და პოლიციურ ძალადობას იყენებს;

მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები იმ ტენდენციის ნაწილია, რომლის შედეგადაც საქართველო რუსულ მოდელს უახლოვდება;

აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, ამგვარი ქმედებების დასასჯელად სახელმწიფოთაშორისი საჩივრის უფლება გამოიყენონ;

მოუწოდებს მთავრობას, თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია, სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სხვა სახელმწიფოს მიერ კონვენციის და მისი ოქმების სავარაუდო დარღვევის შესახებ. ამისთვის საჭირო არაა მომჩივანი იყოს დაზარალებული.

ცნობისთვის, მთავრობისადმი მოწოდება არ არის კანონი და ავტომატურად იურიდიულად სავალდებულო შესასრულებლად.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.