ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თენგიზ შარმანაშვილი ნანა ყეინიშვილზე:საკადრო შეცდომა იყო ის ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ახლა საკადრო შეცდომის საკადრო შეცდომებზე საუბარი ნამეტანი გამოგვივა

ქართული ოცნებასაქართველოს პროკურატურასაქართველოს ეროვნული ბანკი

„ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ეროვნულ ბანკში ნანა ყეინიშვილის წარდგენასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საზოგადოება პროკურატურას უნდა დაელოდოს.

თენგიზ შარმანაშვილი ნანა ყეინიშვილზე:საკადრო შეცდომა იყო ის ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ახლა საკადრო შეცდომის საკადრო შეცდომებზე საუბარი ნამეტანი გამოგვივა
თენგიზ შარმანაშვილი ნანა ყეინიშვილზე:საკადრო შეცდომა იყო ის ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ახლა საკადრო შეცდომის საკადრო შეცდომებზე საუბარი ნამეტანი გამოგვივაიმედინიუსი

ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, მაგრამ საკადრო შეცდომა იყო ის ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ახლა საკადრო შეცდომის საკადრო შეცდომებზე საუბარი ნამეტანი გამოგვივა, რა თქმა უნდა ის ნორმალურ ადამიანს თეორიულად ვერ შეარჩევდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ნანა ყეინიშვილის საქმეზე საუბრისას, რომელიც ევრონულ ბანკში ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, საზოგადოება უნდა დაელოდოს პროკურატურას.

„პროკურატურას ვაცადოთ თუ ბრალს წაუყენებენ და ეს ბრალი დადასტურდება, რა თქმა უნდა, ის წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე და მიიღებს შესაბამის სასჯელს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ყოფილ პრეზიდენტსა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა.

„სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა არასდროს იყო დაფუძნებული საქართველოს კეთილდღეობაზე. თავიდან ის რაღაცას თამაშობდა, მაგრამ როგორც კი თავისმა პატრონებმა იმ ადგილზე მიიყვანეს, სხვადასხვა გზებით, პირდაპირ დაიწყო იმ თვისებების გამოვლინება, რომლებიც არანაირად არ არის დაკავშირებული საქართველოს კეთილდღეობასთან - ეს არის მისი პატრონების დავალებების შესრულება, ეს არის მისი პირადი ხუშტურების დაკმაყოფილება საკადრო საკითხებში და ასე შემდეგ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პროკურატურას ვაცადოთ თუ ბრალს წაუყენებენ და ეს ბრალი დადასტურდება, რა თქმა უნდა, ის წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე და მიიღებს შესაბამის სასჯელს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა არასდროს იყო დაფუძნებული საქართველოს კეთილდღეობაზე. თავიდან ის რაღაცას თამაშობდა, მაგრამ როგორც კი თავისმა პატრონებმა იმ ადგილზე მიიყვანეს, სხვადასხვა გზებით, პირდაპირ დაიწყო იმ თვისებების გამოვლინება, რომლებიც არანაირად არ არის დაკავშირებული საქართველოს კეთილდღეობასთან - ეს არის მისი პატრონების დავალებების შესრულება, ეს არის მისი პირადი ხუშტურების დაკმაყოფილება საკადრო საკითხებში და ასე შემდეგ“
თენგიზ შარმანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.