ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

CENTCOM: ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი ახლო აღმოსავლეთიდან კალიფორნიაში ბრუნდება

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, ავიამზიდი USS Abraham Lincoln ახლო აღმოსავლეთში მისიის დასრულების შემდეგ კალიფორნიაში ბრუნდება.

CENTCOM: ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი ახლო აღმოსავლეთიდან კალიფორნიაში ბრუნდება
CENTCOM: ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი ახლო აღმოსავლეთიდან კალიფორნიაში ბრუნდებაიმედინიუსი

აშშ-ის ავიამზიდი USS Abraham Lincoln (CVN 72) ახლო აღმოსავლეთში ისტორიული მისიის დასრულების შემდეგ დღეს კალიფორნიაში ბრუნდება. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მისიის განმავლობაში ავიამზიდის ბორტზე მყოფი 5 000-ზე მეტი მეზღვაური და საზღვაო ქვეითი ათასობით საბრძოლო გაფრენას უზრუნველყოფდა. ხომალდმა ამ პერიოდში 90 000 მილზე მეტი გაიარა.

CENTCOM-ი სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით დასრულებასა და ოჯახის წევრებთან დამსახურებულ შეხვედრას ულოცავს.

Twitter

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.