ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

აშშ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ ავიამზიდსა და საზღვაო ქვეითებს გზავნის

ტრამპის ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ისა და საზღვაო ქვეითთა დამატებითი დანაყოფის გაგზავნა გადაწყვიტა. ასევე რეგიონში მიემართება USS Makin Island საექსპედიციო დანაყოფთან ერთად.

აშშ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ ავიამზიდსა და საზღვაო ქვეითებს გზავნის
აშშ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ ავიამზიდსა და საზღვაო ქვეითებს გზავნისტაბულა

ტრამპის ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ისა და საზღვაო ქვეითთა დამატებითი დანაყოფის გაგზავნა გადაწყვიტა. ამის შესახებ The Jerusalem Post-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

რეგიონში მიემართება USS Makin Island და მისი თანმხლები სადესანტო ხომალდების ჯგუფიც, რომელსაც საზღვაო ქვეითთა მე-13 საექსპედიციო დანაყოფი ახლავს თან.

აღნიშნული დანაყოფი დაახლოებით 2 200 საზღვაო ქვეითსა და სხვა სამხედრო მოსამსახურეს აერთიანებს, ჯგუფის სამ ხომალდზე კი დაახლოებით 2 000 მეზღვაურია განთავსებული.

ამჟამად არაბეთის ზღვაში ორი ამერიკული ავიამზიდი – USS George Washington და USS George H.W. Bush – მოქმედებს, მოიერიშე ავიაციასა და საესკორტო ხომალდებთან ერთად.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.