ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

2022-2026 რეზოლუციების ანატომია და ძველი სახეები - ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მომზადებული რეზოლუციების შინაარსი წლების განმავლობაში არ იცვლება

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

სტატიაში საუბარია ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით 2022-2026 წლებში მიღებულ რეზოლუციებზე, რომლებიც, ავტორის შეფასებით, შინაარსობრივად არ იცვლება და ოპოზიციის პოზიციებს იმეორებს.

2022-2026 რეზოლუციების ანატომია და ძველი სახეები - ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მომზადებული რეზოლუციების შინაარსი წლების განმავლობაში არ იცვლება
2022-2026 რეზოლუციების ანატომია და ძველი სახეები - ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მომზადებული რეზოლუციების შინაარსი წლების განმავლობაში არ იცვლებარუსთავი 2

წლები გადის, კადრები კი უცვლელი რჩება. ანალოგიურია ფრაზები, მოწოდებები, მომწოდებლები და მოთხოვნებიც. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მომზადებული რეზოლუციების შინაარსი წლების განმავლობაში ფაქტობრივად არ იცვლება, იცვლება მხოლოდ თარიღები.

რეზოლუციების სათავეში უმეტესად რასა იუკნევიჩიენეა - ევროდეპუტატი, რომელიც სააკაშვილს მხარს ღიად უჭერს. ხშირად მასპინძლობს "ნაციონალურ მოძრაობას". მისი განცხადებების თანახმად, სააკაშვილს ჰქონდა კახექსია, დემენცია, იყო მოწამლული. საუბრობს მხოლოდ ტრიბუნიდან, ტრიბუნის მიღმა კი იმ მედიასთან, რომელმაც შესაძლოა კრიტიკული კითხვები დაუსვას, არასდროს ჩნდება.

სტრასბურგიდან თბილისზე მომზადებული რეზოლუციების ნაკადი 2022 წელს იწყება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ "ევროპის სახალხო პარტია", რომელსაც ევროპარლამენტში უმრავლესობა აქვს, საქართველოს ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებს. არაერთ რეზოლუციაში ნახსენებია რუსეთისთვის სანქციების არ დაწესება. აქცენტი კეთდება სააკაშვილის გათავისუფლებაზე. რეზოლუციების სანდოობა დროთა განმავლობაში ეჭვქვეშ დგება, რადგან ამ დოკუმენტებში სიტყვა-სიტყვით მეორდება ის, რაზეც ქართული ოპოზიცია თბილისში საუბრობს. 2023 წლისთვის ასეთი თემა მედიის თავისუფლებაც ხდება. მომხსენებლები კვლავ უცვლელები არიან.

მმართველმა გუნდმა ევრობიუროკრატების რეალური გეგმა დიდი ხნის წინ გაშიფრა. კანონმდებლები ევროპარლამენტში გაჟღერებული კრიტიკის მიღმა კონკრეტულ პოლიტიკურ დაკვეთას ხედავენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარების ერთადერთი მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლებაში "ევროპის სახალხო პარტიის" პარტნიორის - "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებაა.

ბრიუსელიდან ნაკარნახები პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა სტრასბურგიდან არც 2024 წელს შემწყდარა. არსებითად არ შეცვლილა კრიტიკის შინაარსი. იგივე მოხდა 2025 წელსაც. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ თავიდან რევოლუციის არაერთი მცდელობა აირიდა, მათ შორის 4 ოქტომბრის შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, ძალადობა არცერთ ამ ევროდეპუტატს არ დაუგმია. უარგუმენტო ზეწოლის მორიგ ტალღას კი კვლავ არ ჩამოშორებია სანქციებისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა.

2026 წელს კი ევროდეპუტატებმა ისევ ტრიბუნიდან გააგრძელეს საუბარი სანქციებზე, საქართველოს იზოლაციასა და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნაზე. ევროპარლამენტმა ოპოზიციის ტენდენციაც აითვისა და საზოგადოების დაყოფა სცადა - „ქართული ოცნების“ ამომრჩევლად და ოპოზიციის მხარდამჭერებად.

თბილისში ამბობენ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში სესიიდან სესიამდე, ევროპარლამენტარების გამოსვლებში არაფერი იცვლება და მხოლოდ შინაარსისგან დაცლილი, რეზოლუციების ახალი სათაურები ქვეყნდება. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ამ ცარიელი სიტყვების მიღმა ბიუროკრატების ის ბრაზი იმალება, რაც საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებამ და არეულობის წინააღმდეგ ბრძოლამ გამოიწვია.

პირველი კრიტიკული რეზოლუცია სტრასბურგში 2022 წლის 9 ივნისს მიიღეს, დღეს 2026 წლის 8 ოქტომბერია. პრენტანის ალეა №1-ში კი ახალი რეზოლუციის ჯერი დადგა, სადაც, ოპოზიციის მიერ მინიჭებული მანდატით, კვლავ სააკაშვილის მხარდამჭერი რასა იუკნევიჩიენე საუბრობს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.