ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გურამ ნიკოლაშვილი საპროცესო შეთანხმებებზე: ცხადია, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ამ ქვეყანაში მეტი მშვიდობისთვის და პოლიტიკურ ველზე თანხმობისთვის

საქართველოს პროკურატურა

თბილისის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა საპროცესო შეთანხმებებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის ნაბიჯი ქვეყანაში მშვიდობისა და პოლიტიკური თანხმობისთვის. მისი თქმით, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და პროკურატურას მიმართეს.

გურამ ნიკოლაშვილი საპროცესო შეთანხმებებზე: ცხადია, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ამ ქვეყანაში მეტი მშვიდობისთვის და პოლიტიკურ ველზე თანხმობისთვის
გურამ ნიკოლაშვილი საპროცესო შეთანხმებებზე: ცხადია, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ამ ქვეყანაში მეტი მშვიდობისთვის და პოლიტიკურ ველზე თანხმობისთვისიმედინიუსი

ცხადია, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ამ ქვეყანაში მეტი მშვიდობისთვის და პოლიტიკურ ველზე თანხმობისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით.

ნიკოლაშვილის თქმით, მათ დაინახეს ხელისუფლების შეთავაზება, საზოგადოების განწყობა, რომ რევოლუციური მცდელობები ჩავარდა და შესაბამისად, ეს იყო ერთადერთი სწორი, გონივრული ნაბიჯი.

„ცხადია, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ამ ქვეყანაში მეტი მშვიდობისთვის და პოლიტიკურ ველზე თანხმობისთვის. ჩვენ ვნახეთ გარკვეული პერიოდის წინ, როდესაც ეს პროცესი დაიწყო, ადამიანებმა, ვინც პატიმრობაში იმყოფება და გასამართლებულია იმ ძალადობრივ არეულობებში მონაწილეობისთვის, რასაც ჩვენ ვხედავდით 2024 წელს და შემდეგ 2025 წელსაც ვნახეთ ცხადია, ცნობილი 4 ოქტომბრის მოვლენები, ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ პროცესი დამთავრდა და უბრალოდ ციხეში ჯდომას აზრი არ აქვს. მათ დაინახეს ხელისუფლების შეთავაზება, მათ დაინახეს საზოგადოების განწყობა, რომ ეს რევოლუციური მცდელობა თუ რაღაც ფსევდო რევოლუცია უკვე მოგვიანებით, ეს ორივე ტალღა ჩავარდა. შესაბამისად, ეს იყო ერთადერთი სწორი და გონივრული ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს, რომლისთვისაც კარი ხელისუფლებამ გააღო და თქვა, რომ დანაშაულის აღიარება უნდა მოხდეს, ამის მონანიება უნდა მოხდეს, ვინაიდან ეს არის ჩვენი ძალიან მძიმე გამოცდილება, რაც ამ ქვეყანაში უახლოეს წარსულში მომხდარა და რომ ეს არ უნდა განმეორდეს“, - აღნიშნა მან.

მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ცხადია, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ამ ქვეყანაში მეტი მშვიდობისთვის და პოლიტიკურ ველზე თანხმობისთვის. ჩვენ ვნახეთ გარკვეული პერიოდის წინ, როდესაც ეს პროცესი დაიწყო, ადამიანებმა, ვინც პატიმრობაში იმყოფება და გასამართლებულია იმ ძალადობრივ არეულობებში მონაწილეობისთვის, რასაც ჩვენ ვხედავდით 2024 წელს და შემდეგ 2025 წელსაც ვნახეთ ცხადია, ცნობილი 4 ოქტომბრის მოვლენები, ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ პროცესი დამთავრდა და უბრალოდ ციხეში ჯდომას აზრი არ აქვს. მათ დაინახეს ხელისუფლების შეთავაზება, მათ დაინახეს საზოგადოების განწყობა, რომ ეს რევოლუციური მცდელობა თუ რაღაც ფსევდო რევოლუცია უკვე მოგვიანებით, ეს ორივე ტალღა ჩავარდა. შესაბამისად, ეს იყო ერთადერთი სწორი და გონივრული ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს, რომლისთვისაც კარი ხელისუფლებამ გააღო და თქვა, რომ დანაშაულის აღიარება უნდა მოხდეს, ამის მონანიება უნდა მოხდეს, ვინაიდან ეს არის ჩვენი ძალიან მძიმე გამოცდილება, რაც ამ ქვეყანაში უახლოეს წარსულში მომხდარა და რომ ეს არ უნდა განმეორდეს“
გურამ ნიკოლაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.