ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

CNN - დონალდ ტრამპმა დიზელის საწვავის ფასების შემცირების მიზნით აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც დიზელის საწვავის ფასების შემცირების მიზნით წითელი საღებავით შეღებილ დიზელზე შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს.

CNN - დონალდ ტრამპმა დიზელის საწვავის ფასების შემცირების მიზნით აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა
CNN - დონალდ ტრამპმა დიზელის საწვავის ფასების შემცირების მიზნით აღმასრულებელი ბრძანება გამოსცაინტერპრესნიუსი

დონალდ ტრამპმა დიზელის საწვავის ფასების შემცირების მიზნით აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დიზელის საწვავის ფასების რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირებას წითელი საღებავით შეღებილ დიზელზე შეზღუდვების მოხსნით ითვალისწინებს.

დონალდ ტრამპმა ნებრასკას შტატში მხარდამჭერებს განუცხადა, რომ აღნიშნული ბრძანებით ისინი „წითლად შეღებილი დიზელის შეძენას დაუბეგრავად შეძლებენ“.

„ეს ბრძანება ხელს შეუწყობს ყველა სახის საქონელზე, კერძოდ საკვებ პროდუქტებზე ფასების შემცირებას“, - აღნიშნა ტრამპმა.

წითლად შეღებილი დიზელის საწვავი ქიმიური შემადგენლობით ჩვეულებრივი დიზელისგან არაფრით განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება წითელი ფერი და მისი დანიშნულებაა. წითელი საღებავით შეღებილი დიზელის საწვავი გადასახადით არ იბეგრება და მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.

როგორც გამოცემა წერს, გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფალი დიზელის საწვავის გამოყენებაზე ნებართვის გაცემით ყველაზე მეტად სატვირთო ავტომობილების მძღოლები ისარგებლებენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„წითლად შეღებილი დიზელის შეძენას დაუბეგრავად შეძლებენ“
დონალდ ტრამპი
„ეს ბრძანება ხელს შეუწყობს ყველა სახის საქონელზე, კერძოდ საკვებ პროდუქტებზე ფასების შემცირებას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.