ბიძინა გიორგობიანი: ხვალ გადაწყდება, დაუჭერს თუ არა AfD-ს კანცლერის კანდიდატურას BSW ფრაქცია მხარს - AfD გადავა სახელისუფლებო პარტიის სტატუსში, რაც ძირეულად შეცვლის გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტს. მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს გვასწავლა 2012 წელმა საქართველოში და ამჯერად გერმანიის მაგალითმა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში გერმანიის პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და აღნიშნავს, რომ გერმანიაში გადაწყდება, დაუჭერს თუ არა BSW ფრაქცია მხარს AfD-ს კანცლერის კანდიდატურას, რაც გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტს შეცვლის.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალ გერმანიისთვის გადამწყვეტი დღეა, ვინაიდან, გაირკვევა, უჭერს თუ არა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ წარდგენილ კანცლერის კანდიდატურას მხარს სარა ვაგენკნეხტის ალიანსი (BSW).
როგორც ის აღნიშნავს, მხარდაჭერის შემთხვევაში, AfD სახელისუფლებო პარტიის სტატუსში გადავა და მარგინალურ ძალად აღარ ჩაითვლება.
„ხვალ გადამწყვეტი დღეა გერმანიისათვის. ხვალ გადაწყდება დაუჭერს თუ არა AfD—ს კანცლერის კანდიდატურას BSW ფრაქცია მხარს. წინასწარი მოლაპარაკება შედგა, ეს ნაბიჯი იქნება შემდგარი ფაქტი, რომ AfD მიმართ სხვა პარტიების ბოიკოტი (ე.წ. ცეცხლოვანი ხაზი) მოშლილია და AfD მარგინალური ძალიდან გადავა სახელისუფლებო პარტიის სტატუსში, რაც ძირეულად შეცვლის გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტს. მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს გვასწავლა 2012 წელმა საქართველოში და ამჯერად გერმანიის მაგალითმა“, - წერს გიორგობიანი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.