"ამერიკული კოლექციები ხელოვნების სასახლეში და კულტურული დიალოგის ისტორია" - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მოიპოვა
საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მოიპოვა პროექტისთვის "ამერიკული კოლექციები ხელოვნების სასახლეში და კულტურული დიალოგის ისტორია". პროექტი ითვალისწინებს ხელოვნების სასახლეში დაცული ამერიკასთან დაკავშირებული დაახლოებით 500 საარქივო მასალისა და ობიექტის კვლევას, გაციფრულებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარდგენას.

საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მოიპოვა.
პროექტი - "ამერიკული კოლექციები ხელოვნების სასახლეში და კულტურული დიალოგის ისტორია", ხელოვნების სასახლეში დაცული ამერიკასთან დაკავშირებული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის - 500-მდე საარქივო მასალის, ფოტო, აუდიოვიზუალური და სამუზეუმო ობიექტის კვლევას, სამეცნიერო აღწერას, გაციფრულებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარდგენას ითვალისწინებს.
საქართველოსა და ამერიკის კულტურული ურთიერთობების საუკუნოვანი ისტორია პირველად ერთ გამოცემაში გაერთიანდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.