ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მოიპოვა

საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მოიპოვა. პროექტი ითვალისწინებს ხელოვნების სასახლეში დაცული ამერიკასთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის კვლევას, გაციფრულებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარდგენას.

საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მოიპოვა
საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მოიპოვარუსთავი 2

პროექტი - "ამერიკული კოლექციები ხელოვნების სასახლეში და კულტურული დიალოგის ისტორია" ხელოვნების სასახლეში დაცული ამერიკასთან დაკავშირებული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის - 500-მდე საარქივო მასალის, ფოტო, აუდიოვიზუალური და სამუზეუმო ობიექტის კვლევას, სამეცნიერო აღწერას, გაციფრულებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსა და ამერიკის კულტურული ურთიერთობების საუკუნოვანი ისტორია პირველად ერთ გამოცემაში გაერთიანდება.

"პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ხელოვნების მუზეუმის ყველა თანამშრომელს, ვინც იმუშავა პროექტზე სახელწოდებით "ამერიკული კოლექციები ხელოვნების სასახლეში და კულტურული დიალოგის ისტორია".

კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩვენი აწმყოს და მომავლის წინაშე. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობისთვის გადასაცემად, იმისათვის, რომ უნიკალური ისტორია გავაცნოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, საჭიროა მისი სამეცნიერო კვლევა, შესწავლა და დამუშავება; სწორედ აღნიშნულს ითვალისწინებს ახალი პროექტი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის რიგით მესამე ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ხელოვნების სასახლემ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან, რაც გახლავთ დასტური ორ ქვეყანას შორის წარმატებული და ორმხრივად სასარგებლო

ურთიერთობის. დარწმუნებული ვარ, ეს წარმატებული პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ხელოვნების მუზეუმის ყველა თანამშრომელს, ვინც იმუშავა პროექტზე სახელწოდებით "ამერიკული კოლექციები ხელოვნების სასახლეში და კულტურული დიალოგის ისტორია". კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩვენი აწმყოს და მომავლის წინაშე. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობისთვის გადასაცემად, იმისათვის, რომ უნიკალური ისტორია გავაცნოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, საჭიროა მისი სამეცნიერო კვლევა, შესწავლა და დამუშავება; სწორედ აღნიშნულს ითვალისწინებს ახალი პროექტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის რიგით მესამე ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ხელოვნების სასახლემ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან, რაც გახლავთ დასტური ორ ქვეყანას შორის წარმატებული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის. დარწმუნებული ვარ, ეს წარმატებული პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“
ნათია შამათავა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.