კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
კავკასიის უნივერსიტეტის Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი სავარაუდოდ მოიწამლა, რის ფაქტზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, 10-მდე სტუდენტს ჰქონდა სიმპტომები, ხოლო 5 კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც ისინი უკვე გაწერეს.

კავკასიის უნივერსიტეტის Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა. წვეულება გუშინ გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, 10-მდე სტუდენტს მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ, მათგან 5 კლინიკაშია გადაყვანილი.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ წვეულებაზე უცხო პირმა, სავარაუდოდ, "ალკოჰოლურ სასმელში გაურკვეველი ნივთიერება ჩაუყარა სტუდენტებს".
ტაბულას უნივერსიტეტის პრეს სამსახურში უთხრეს, რომ ალკოჰოლის ინტოქსიკაციის შემდეგ სტუდენტები წვეულებიდან სასწრაფომ ჰელსიკორსა და ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
მათივე თქმით, სტუდენტები კლინიკებიდან უკვე გაწერეს.
უნივერსიტეტში თქვეს, რომ ტერიტორიაზე იყო დაცვა და "უცხო პირი წვეულებაზე არ უნდა მოხვედრილიყო".
ციტატები სტატიიდან
„უცხო პირი წვეულებაზე არ უნდა მოხვედრილიყო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.