პოლიცია „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტს იძიებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტში გამართულ წვეულებაზე სავარაუდოდ უცხო პირმა ალკოჰოლურ სასმელში გაურკვეველი ნივთიერება ჩაყარა, რის შედეგადაც რამდენიმე სტუდენტი კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, კლინიკაში 5-მდე პაციენტია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წვეულებაზე მისულმა უცხო პირმა, სავარაუდოდ, „ალკოჰოლურ სასმელში გაურკვეველი ნივთიერება ჩაყარა“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.